გასეირნება საუკუნის წინანდელ ჰავანაში
ეს კადრები კუბის დამოუკიდებლობის საწყის წლებშია გადაღებული და მათზე კუბის დედაქალაქის არქიტექტურის მთელი სიმდიდრეა ასახული.
ესპანელი კოლონისტების მიერ XVI საუკუნის დასაწყისში დაარსებული ჰავანა მხოლოდ მთავარი გასაჩერებელი პუნქტი არ იყო ევროპიდან ამერიკაში მიმავალი გემებისთვის. ის ახალ სამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი გახლდათ.
1898 წელს ესპანეთსა და ამერიკას შორის გაჩაღებული ომის შემდეგ, რომელშიც ამერიკამ იმარჯვა, კუბამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ ამავე დროს, ამერიკის გავლენის ქვეშ მოექცა.
ამერიკული ოკუპაციის დასრულების შემდეგ, 1902 წელს ჰავანასთვის სტაბილური ზრდის პერიოდი დადგა, რომელიც საშუალო ფენების განვითარების დროდ მოიხსენიება. მაშინ ჰავანაში ტურისტული ნაკადიც გაიზარდა.