5 ევროპული ქალაქი, რომელიც ზამთარში განსაკუთრებით მომხიბლავია
გაგაცნობთ 5 ევროპულ ქალაქს, რომელიც ხშირად გვხვდება ევროპის ზამთრის სამოგზაურო რეკომენდაციებში. თუ რატომ, ამას მათი აღწერით შეიტყობთ.
პრაღა
პრაღა ლამაზია წელიწადის ნებისმიერ დროს. მისი არქიტექტურა მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. განსაკუთრებული ხიბლი აქვს ქალაქის ხიდებს. ზამთარში პრაღა, ერთდროულად, მყუდროა და დროის მხიარულად გატარების საშუალებასაც იძლევა. წინასაახალწლო და საშობაო ბაზრობები ზამთრის პრაღის სავიზიტო ბარათია.
ინსბურკი
ინსბურკი, ავსტრიის ალპებში „ჩაკარგული“ ქალაქი, ზამთრის ტურიზმის მოყვარულთათვის ნამდვილი მექაა. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ დრო მხიარულად გაატაროთ. რესტორნები, ატრაქციონები, მუზეუმები, ლამაზი ხედები, ბუნების შესანიშნავი პეიჟაზები და რაც ყველაზე მთავარია, ბევრი თოვლი.
ბრიუგე
ბრიუგე დასავლეთ ფლანდრიის მყუდრო დედაქალაქია. ამ ბელგიური ქალაქის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შედის. ქალაქის შუასაუკუნოვან ცენტრამდე მისვლას სანაოსნო არხების საშუალებითაც შეძლებთ. აქ შეგიძლიათ მოისმინოთ ზარების რეკვით აწყობილი მელოდიები, დაათვალიეროთ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ბაზრობა, ისეირნოთ ეტლებით, გასინჯოთ ბელგიაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შოკოლადი, ასევე ტრიუფელები და გემრიელი ღვინო.
კოპენჰაგენი
ჰანს კრისტიან ანდერსენის სახლი – კოპენჰაგენი – ეს ყველაზე ზღაპრული ქალაქია ევროპაში, განსაკუთრებით ზამთარში. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ტრივოლის პარკი, თოვლით დაფარული სამეფო რეზიდენცია და მე-12 საუკუნის ულამაზესი სასახლე კრისტიანსბორგი.
ბუდაპეშტი
მოგზაურობა უნგრეთის დედაქალაქში წელიწადის ნებისმიერ დროს კარგი იდეაა. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ აქ საშუალო ბიუჯეტითაც კი შეძლებთ მრავალფეროვანი არდადეგები მოიწყოთ. ბუდაპეშტში თქვენ 200-მდე მუზეუმის დათვალიერება შეგიძლიათ. ისტორიულ უბნებში ფეხით სიარულის შემდეგ, შეგიძლიათ გასინჯოთ სასარგებლო, ჯანსაღი საკვები, ამის შესაძლებლობას ეს ქალაქი ნამდვილად იძლევა. ქალაქში არის რამდენიმე აბანო, რომლებშიც დღის განმავლობაში – დასვენება, ხოლო საღამოს – გართობაა შესაძლებელი. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ გაყინული ტბა ქალაქის ცენტრალურ პარკში და სუფთა ჰაერზე ციგურებით სრიალითაც იჯეროთ გული.