დიდუბის რაიონში დაზიანებული სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დაზიანებული სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე.
ამ ეტაპისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამში, 24 სპორტულ მოედანზე ჩატარდა.
სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „პე ბე“ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 147 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები