თბილისის 2022 წლის ბიუჯეტში 6 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაა გათვალისწინებული
თბილისის 2022 წლის ბიუჯეტით, კიდევ 6 საბავშვო ბაღის მშენებლობაა გათვალისწინებული. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა გათვალისწინებულია შემდეგ მისამართებზე: ისნის რაიონში, კერძოდ, ნავთლუღში; კრწანისის რაიონში, კერძოდ, ოქროყანის დასახლებაში; სამგორის რაიონში, ლილოსა და აფრიკის დასახლებებში; ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩის მიმდებარედ. გარდა ამისა, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაგეგმილია N19 ბაღის ავარიული შენობის ადგილზეც.