თბილისის მერია, სესხის საშუალებით, დიღმის ჭალებში პარკს მოაწყობს და სატრანსპორტო საშუალებებს შეისყიდის

თბილისის მუნიციპალიტეტი, სესხის საშუალებით, ტრანსპორტის შესყიდვას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ნარჩენების მიმართულების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და დიღმის ჭალებში პარკის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.

„სესხების ნაწილს რაც შეეხება, 100 მლნ ლარი მოხმარდება მეტროს ვაგონების  შესყიდვას, 60 მლნ ლარი – ახალი ავტობაზების მშენებლობას, 20 მლნ ლარი –  პირველი და მეორე ავტობაზის რეაბილიტაციას, 20 მილიონი ლარი გამოყოფილია ჭკვიანი შუქნიშნების პროექტისთვის, 30 მლნ – ნარჩენების მიმართულებით ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, 8 მლნ ლარი – დიღმის ჭალების პარკის მოწყობისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები