ლევან ჟორჟოლიანი: დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდება და მას ახალი პროგრამები ემატება

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის, ლევან ჟორჟოლიანის თქმით, დედაქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი იზრდება და მას მთელი რიგი ახალი პროგრამები ემატება. განცხადება ამის შესახებ ლევან ჟორჟოლიანმა დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა და ოპოზიცია მოსახლეობის მიზანმიმართულ დეზინფორმირებაში დაადანაშაულა. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილია მთელი რიგი პროგრამების დაფინანსება და ოპოზიციონერ კოლეგებს, დედაქალაქის საკეთილდღეოდ, კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„შემოტანილი ბიუჯეტის გაზრდილი მოცულობა 1 მილიარდ 305 მილიონი ლარია. სწორედ ამ გაზრდილი ბიუჯეტით, გათვალისწინებულია ისეთი სოციალური პროგრამები, რომლებიც აქამდე არ ყოფილა და რომლებიც უსახლკაროების ბინებით უზრუნველყოფას, ავარიული მშენებლობების ჩანაცვლებას, სოციალურად დაუცველი პენსიონერების 500 ლარიანი ვაუჩერით უზრუნველყოფას და მთელ რიგ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები