თბილისის მერიის ბიბლიოთეკების გაერთიანება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ბიბლიოთეკებს 13 000-ზე მეტ წიგნს გადასცემს
პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების განახლების ხელშეწყობის მიზნით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება 13 000-ზე მეტ წიგნს უსასყიდლოდ გადასცემს.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.