საფრანგეთში, პანდემიის დაწყებიდან პირველად – ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა
პანდემიის დაწყებიდან პირველად – საფრანგეთში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა 100 000-ს გადასცდა.
საფრანგეთში, „ომიკრონის“ შტამის დაფიქსირებიდან – ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაორმაგდა.
ცნობილია, რომ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებზე მთავრობა დღეს, 27 დეკემბერს საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს.
ექსპერტთა ნაწილი მთავრობას ახალი რეგულაციების დაწესებას სთავაზობს, რაც სკოლებში არდადეგების გახანგრძლივებას ან ე.წ. კომენდანტის საათის ხელახლა შემოღებას გულისხმობს.
წყარო: https://www.aljazeera.com/news/2021/12/26/france-reports-100000-covid-cases-for-first-time?fbclid=IwAR34gYDTMGE-tA03oncd-vAHsXlZPGrMqbwpmjIUYw0EnZn9GnR-NGaKT3o