ირაკლი ხმალაძე: პარკირებასთან დაკავშირებით ტარიფებში ცვლილებები არ არის – ზონალურ-საათობრივი პარკირება ისევ 1 ლარია

პარკირებასთან დაკავშირებით ტარიფებში ცვლილებები არ არის. ზონალურ-საათობრივი პარკირება ისევ 1 ლარია, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ორგანიზაციებს და ბიზნესსექტორს ზონალურ-საათობრივი პარკირების რამდენიმე პაკეტს სთავაზობენ, მათ შორის არის 800-ლარიანი პაკეტი, რომლის შემთხვევაშიც მთელი წელი უფასოდ ისარგებლებენ პარკირებით.
“პარკირებასთან დაკავშირებით ტარიფებში ცვლილებები არ არის. ზონალურ-საათობრივი პარკირება ისევ 1 ლარია. წლიური სააბონენტო კი 50 ლარი. ჩვენ სიახლის სახით შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, მათი მხრიდან იყო მოსაზრება, რომ თუ კომპანია გადაიხდიდა სატრანსპორტო საშუალებაზე 800 ლარს, წლის განმავლობაში საათობრივი საფასური ყოფილიყო მთელი წელი უფასო. შესაბამისად, რამდენიმე პაკეტი წარვადგინეთ საკრებულოში. ეს არის ერთთვიანი, ერთწლიანი, 6 თვიანი და 1 დღიანი, რომლითაც შეუძლიათ, რომ ისარგებლონ მსურველებმა. ეს არ არის სავალდებულო. ყველა არსებული პირობა, ობცია და ფასები, რომელიც დღემდე მოქმედებდა, ისევ ისე შენარჩუნდება. დამატებითი ობციის სახით არის შემოტანილი წლიური, 6 თვიანი და 1 დღიანი აბონემენტი, რომელიც შეუძლიათ, რომ შეიძინონ ორგანიზაციებმა და ბიზნეს სექტორმა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი აქვთ”,- აღნიშნავს ხმალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები