გიორგი ტყემალაძე: თბილისის მოსახლეობის 55% უფასოდ ან საშეღავათო ტარიფით მგზავრობს, მათთვის ტარიფი არ შეიცვლება

“თბილისის მოსახლეობის 55% უფასოდ ან საშეღავათო ტარიფით მგზავრობს. მათ მიმართ ტარიფი არ შეიცვლება”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ტელეკომპანია „იმედზე“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მათი მიზანია, იგი კონკურენტუნარიანი გახდეს.

„მოსახლეობის 55% უფასოდ ან საშეღავათო ტარიფებით მგზავრობს, რომელთა მიმართაც არაფერი იცვლება. ჩვენ ამავდროულად შემოგვაქვს ევროპული სააბონენტო სისტემა, რომლითაც ყველასთვის ტარიფი იყოს გაიაფებული და არა – გაძვირებული. შესაძლოა, იმ ადამინებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პასიური მომხმარებლები არიან, ტარიფი გაძვირდეს, მაგრამ აქტიური მომხმარებლებისთვის, მათთვის, რომლებიც ხშირად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან მომავალში მეტად ისარგებლებენ, ნამდვილად იაფდება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, სხვადასხვა ვადიანი აბონენტის შეძენით, კიდევ უფრო მეტჯერ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, – განაცხადა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, 1-ელ თებერვლამდე აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობისთვის საინფორმაციო კამპანია ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები