დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩის ეზოებში ასფალტი დაიგო

დიდუბის რაიონის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის მოწესრიგება თევდორე მღვდლის ქუჩის მეორე შესახვევის ოთხ ეზოში დასრულდა. ასფალტი, ჯამურად, 400კვ.მ ფართობზე დაიგო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 284 ლარი გამოიყო.
მიმდინარე წელს დიდუბის რაიონის გამგეობამ 54 469 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი მოაწესრიგა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 110 250 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები