კალაძე: ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელიც ზრდის მომსახურების ხარისხს, ამცირებს მგზავრთა გადაყვანის დროს, საცობებს და ჰაერის დაბინძურების ხარისხს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2017 წლიდან დღემდე სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. როგორც მან მთვრობის სხდომაზე აღნიშნა,  სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარება სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად მოწესრიგდეს.

„იცით, რამდენად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელიც ჩვენ 2017 წელს წამოვიწყეთ და მთელი რიგი ღონისძიებები და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადებრივი ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, თუ რა გავაკეთეთ ამ მიმართულებით: შეიქმნა ტრანსპორტის განვითარების გეგმა; ახლდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გამოიყოფა ე.წ. ბასლაინები, ველობილიკები; იდენტიფიცირებულია ათი ძირითადი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც მგზავრთა ნაკადის ძირითადი ნაწილის გადაყვანას უზრუნველყოფს; ერთმანეთთან სინქრონდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი. გადახდის სისტემაც ერთიანი, ინტეგრირებული იქნება; განახლდა ავტობუსების პარკი; მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, ახლდება მიკროავტობუსების პარკი; განხორციელდა ტაქსების რეფორმის ორი ეტაპი და მზადდება მესამე ეტაპის რეფორმა;  შეიქმნა ახალი საპარკინგე სისტემა. ზემოთჩამოთვლილი რეფორმებით, ჩვენ ვქმნით თანამედროვე ტიპის სატრანსპორტო სისტემას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხს, ამცირებს მგზავრთა გადაყვანის დროს, საცობებს და ჰაერის დაბინძურების ხარისხს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები