თბილისში, სარაჯიშვილის N11-ში მდებარე საცხოვრებელი შენობის ავარიული აივნების აღდგენა-გამაგრების სამუშაოები დასრულდა

გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქ. N11-ში მდებარე ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობის ავარიული აივნების აღდგენა-გამაგრების სამუშაოები დასრულდა.
აღნიშნული კორპუსის ხის აივნები დაზიანებული იყო და საფრთხეს წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით, გამგეობას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს. შესაბამისად, გამგეობამ მოამზადა შენობის ავარიული აივნების გამაგრების პროექტი და სამუშაოებიც განახორციელა.
სამუშაოებისთვის, რომელიც გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „მადლმა“ განახორციელა, 246 478 ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი და ცა-(ი)ს გამოსახულება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები