ხატია დეკანოიძე: ძალიან დიდი სირცხვილია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეშია

რუსთაველის გამზირზე “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს. დაიწყო პოლიტიკური გამოსვლებიც.

მოქალაქეებს ამ წუთებში სიტყვით მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა სირცხვილია.

“თავისუფლება ის უმთავრესი ღირებულებაა, რომლის გარეშეც ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად ვერ განვითარდება, ვერ იარსებებს, ვერ გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ეს არის ის უმთავრესი ღირებულება, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა გასწირა თავი და თითოეული ჩვენგანი მოვიდა აქ. თავისუფლება არის ის ძალა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს შეუძლებელს შეაძლებინებს. სწორედ ეს თავგანწირვა აჩვენა მიხეილ სააკაშვილმა. ძალიან დიდი სირცხვილია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ციხეში”, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები