თბილისსა და ოდესას შორის პარტნიორული ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დედაქალაქის ქუჩებში ბანერები განთავსდა

ქალაქ თბილისსა და ოდესას შორის პარტნიორული ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დედაქალაქის ქუჩებში ბანერები განთავსდა.
თბილისსა და ოდესას შორის პარტნიორული ურთიერთობების შესახებ შეთანხმებას ხელი 1996 წელს მოეწერა და მას შემდეგ ორ ქალაქს შორის ურთიერთობები აქტიურად ვითარდება. ოდესის ოფიციალურ დელეგაციას საქართველოს დედაქალაქი ტრადიციულად, „თბილისობის“ დღესასწაულზე მასპინძლობს.
მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, პარტნიორობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვა ვერ მოხერხდა, თუმცა, თბილისისა და ოდესის მეგობრობის ნიშნად, ორივე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საიუბილეო ბანერები, ასევე, ოდესის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნული თარიღის შესახებ ინფორმაცია განთავსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები