საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების მნიშვნელობას.
„მაქვს პატივი, ვუმასპინძლო ჩემს მეგობარ ნიკოლ ფაშინიანს საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელობას. ამ ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას წვლილი შეაქვს ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განმტკიცებაში”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Pleasure to welcome my friend @NikolPashinyan in 🇬🇪 for Intergovernmental Commission on Econ co-op between 🇬🇪&🇦🇲. This visit once again proves the significance of our relations. This is an extremely important platform contributing to the strengthening econ & political ties. pic.twitter.com/vb4w4sR3Ak
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) December 20, 2021