ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. გუმათის ქუჩაზე, 1 660 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკიც.

მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი – დავით უთმელიძე, პარლამენტის დეპუტატი – რიმა ბერაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი – ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნენ.

„გუმათის ქუჩაზე  საგზაო ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. აღნიშნულ მისამართზე მსგავსი სამუშაოები წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. მიმდინარე წელს 40-მდე მისამართზე მოწესრიგდა ასფალტის საფარი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 2 500 000 ლარი გამოიყო“, – განაცხადა დავით უთმელიძემ.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 93 200 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები