ვაკის რაიონის გამგებელი აბაშიძის N49-ის მაცხოვრებლებს შეხვდა

ვაკის რაიონის გამგებელი – დავით კვინიკაძე სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

გამგეობის ინფორმაციით, ამჯერად, დავით კვინიკაძე აბაშიძის ქუჩის N49-ის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა გამგებელს მრავალბინიანი სახლისა და გზის დამაკავშირებელი ავარიული ხიდების გამარგება სთხოვეს.

შეხვედრის შედეგად, ექსპერტების მიერ ხიდების მდგომარეობის შესწავლა და გამაგრების პროექტის მომზადება დაიგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები