თბილისში, კეკელიძის N23-ში კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, კეკელიძის N23-ში კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი – დავით კვინიკაძე შეხვდა და მათ საჭიროებაზე გაესაუბრა.
აღნიშნული პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 24 000 ლარს შეადგენს.
სახურავების რეაბილიტაციის პროექტების ღირებულების 5 % ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.