საფეხბურთო კლუბის, „დიდუბე 2014“_ის ინიციატივით, „გულივერის თასის“ ფინალი გაიმართა

საფეხბურთო კლუბის, „დიდუბე 2014“_ის ინიციატივით, „გულივერის თასის“ ფინალი გაიმართა.
ტურნირი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა თორმეტმა გუნდმა, 11-12-წლიანთა ასაკობრივი კატეგორიის 200-ზე მეტმა ფეხბურთელმა მიიღო.
ნახევარფინალური და ფინალური მატჩების შედეგად I, II და III ადგილებზე გასული გუნდები გამოვლინდნენ. I ადგილის მფლობელი გუნდი „თბილისის აკადემია“ გახდა, II ადგილი „დიდუბე 2014“-მა მოიპოვა, ხოლო III საპრიზო ადგილზე გუნდი „ინტერი“ გავიდა.
გამარჯვებულ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ. ასევე, გამოვლინდნენ საუკეთესო ფეხბურთელი, მეკარე, მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი, რომლებსაც დიდუბის რაიონის გამგებელმა, ვლადიმერ ძნელაძემ და საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა სპორტული ეკიპირება გადასცეს.
გულივერ გაგუა საფეხბურთო კლუბის „დიდუბე 2014“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. გუნდის გადაწყვეტილებით, „გულივერის თასი” ყოველწლიურად გაიმართება და დეკემბრის თვეში საფეხბურთო სეზონის დასკვნით ეტაპზე ჩატარდება.
„გულივერის თასის“ ფინალს ესწრებოდნენ დიდუბის რაიონის გამგებელი და გუნდის, „დიდუბე 2014“ დამფუძნებელი ვლადიმერ ძნელაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი, გულივერ გაგუას ოჯახის წევრები, გუნდების გულშემატკივრები, “დინამო თბილისის”, საქართველოს ნაკრებისა და უნგრეთის „გიორეტოს“ ვეტერანი ფეხბურთელი დავით ოდიკაძე, ასევე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები