მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ

მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება.
ამჯერად, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ სოლოლაკში ნიშნიანიძის ქუჩის გზის ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, არსებულ დაზიანებულ რიყის ქვის საფარს ბაზალტის ქვაფენილი ჩაანაცვლებს. საგზაო ინფრასტრუქტურა 700 კვ. მ. ფართობზე მოწესრიგდება. ასევე, მოეწყობა ტროტუარი.
რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვაფენილის საფარი მოსახლეობას სავალ გზასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოუხსნის.
საგზაო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები