ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან შეხვედრაზე გლობალური მდგრადობის და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაური წერს, რომ ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრაზე გლობალური მდგრადობისა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების საკითხები, ასევე, საქართველოს მიზანი განიხილა, ჩამოყალიბდეს განახლებადი ენერგიის და ელემენტების მწარმოებელ ცენტრად.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ფარგლებში, საქართველოს დიდი ხნის მეგობარს, მაროშ შევჩოვიჩს შევხვდი. გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა საქართველოს მიზანი, ჩამოყალიბდეს განახლებადი ენერგიის და ელემენტების მწარმოებელ ცენტრად. ასევე, ვისაუბრეთ გლობალური მდგრადობის და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები