ჩუღურეთის რაიონში, აფხაზეთის N16-ში მწვავედ ავარიული ფერდობის დამჭერი კედელი ეწყობა

ჩუღურეთის რაიონში, აფხაზეთის N16-ში მწვავედ ავარიული ფერდობის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, დავით უთმელიძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად დაათვალიერა, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.
აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 36 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები