ვაკის რაიონში, მიქელაძის N3-ში ლიფტი რეაბილიტირდა
ვაკის რაიონის გამგეობა კორპუსების ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მათი მომართვიანობის საფუძველზე, ამ დროისთვის, სხვა მისამართებთან ერთად, ლიფტის რეაბილიტაცია მიქელაძის N3-ში არსებულ კორპუსში დასრულდა. გამოიცვალა როგორც მექანიკური ნაწილები, ისე – კაბინა და სხვა დეტალები.
გამგეობის ინფორმაციით, ლიფტის განახლებისთვის, დაახლოებით, 27 000 ლარი დაიხარჯა.
ვაკის რაიონის გამგებელი, დავით კვინიკაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების ღირებულების 5 % ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.