თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვადიანი აბონემენტების ამოქმედება იანვრიდან იგეგმება

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვადიანი აბონემენტების ამოქმედებას დედაქალაქის მერია იანვრიდან გეგმავს.  აღსანიშნავია, რომ, ზოგადად, ვადიანი აბონემენტების ამოქმედების გადაწყვეტილება შეტანილია „თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამაშიც”, რომელიც საკრებულოს უკვე დამტკიცებული აქვს.

როგორც ქალაქის ვიცემერი, ირაკლი ხმალაძე სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას აღნიშნავდა, შეღავათიანი და კომფორტული მგზავრობის მიზნით, აბონემენტები 1-დღიანი, 1-კვირიანი, 1-თვიანი, 3-თვიანი, 6-თვიანი და 1-წლიანი იქნება.

დანარჩენ დეტალებზე ინფორმაცია სულ მალე გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები