ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვედრას მართავენ
ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვედრას მართავენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ოპოზიციას კოორდინაცია უნდა ჰქონდეს.
„დღეს ჩვენ ვიკრიბებით იმისთვის, რომ, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, კოორდინაცია გვქონდეს ოპოზიციურ სპექტრს. ჩვენს პარტიას მიაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები, გვყავს პოლიტპატიმარი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც განხორციელებულია ძალიან მძიმე არაადამინური მოპყრობის ფაქტები. ვიმსჯელებთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ჩვენი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია, ოპოზიციური ერთობა და აზრების შეჯერება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მსჯელობაც და პოლიტიკური დიალოგიც. ვფიქრობ, ამ ქვეყანაში დღევანდელი მოცემულობით რამხელა პოლარიზაცია და ზიზღიც არის, ეს უკავშირდება პოლიტიკას და მთლიანად “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია ვიპოვოთ გზები, როგორ გამოვიყენოთ ქვეყანა ამ მძიმე მოცემულობიდან”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.