ეკატერინე ტიკარაძე: არანაირი პროტესტი არ ყოფილა

“არანაირი პროტესტი არ ყოფილა, ამის საფუძველი არ არსებობს”, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

ტიკარაძემ კითხვებს, თუ რატომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება და ვინ განიხილება მის შემცვლელად, არ უპასუხა.

“არანაირი პროტესტი არ ყოფილა, ამის საფუძველი არ არსებობს და, საერთოდ, პროტესტი არის დესტრუქცია. მოვუწოდებ ზოგადად საზოგადოებას, არ მიმართონ არანაირ პროტესტის ფორმას. ამას ჩემი მხრიდან არ დავუშვებ”, – აღნიშნა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები