ამერიკელი კონგრესმენი: მოხარული ვარ, შევხვდე ქართველ დეპუტატებს, ისინი საქართველოს ნამდვილი პატრიოტები არიან

ისინი ჩამოვიდნენ ვაშინგტონში, რათა გააძლიერონ ის სიყვარული და თბილი გრძნობა, რომელიც აქვს ამერიკელ ხალხს საქართველოს მიმართ, –  ასე გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს.

„მოხარული ვარ, შევხვდე ქართულ დელეგა​ციას. ისინი საქართველოს ნამდვილი პატრიოტები არიან. ისინი ჩამოვიდნენ ვაშინგტონში, რათა გააძლიერონ ის სიყვარული და თბილი გრძნობა, რომელიც აქვს ამერიკელ ხალხს საქართველოს მიმართ. სოლიდარობას ვუცხადებ ქართველ ხალხს. მქონდა შესანიშნავი ვიზიტები თბილისსა და გორში, საქართველო შთამბეჭდავი ქვეყანაა. ერთი რამ ვიცი დანამდვილებით: ქართველი ხალხი ძლიერია და ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ ვებრძოდით ტერორიზმს“, – განაცხადა ჯო უილსონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები