კახა კალაძე – „მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ მინიმუმ 15 პარკის პროგრამის განხორციელებასა და მინიმუმ 300 ჰექტარი დეგრადირებული ტყის აღდგენას”
მომდევნო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში 15 პარკის პროგრამა განხორციელდება, აღდგება 300 ჰექტარი დეგრადირებული ტყე. ღონისძიებებზე, რომელიც თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.
„მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ მინიმუმ 15 პარკის პროგრამის განხორციელებასა და მინიმუმ 300 ჰექტარი დეგრადირებული ტყის აღდგენას. იცით, რომ სერიოზული პრობლემაა ამ მიმართულებით – ფიჭვები, რომლებიც წლების წინ იყო დარგული დედაქალაქში, უკვე პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ, სანიტარული ჭრების პარალელურად, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ირგვება ახალი ხე-მცენარეები. ეს პროცესი მომავალ წლებშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.