ნაძალადევის რაიონში, გლინკას N41-ში საცხოვრებელი კორპუსის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, გლინკას ქუჩა N41-ში საცხოვრებელი კორპუსის წყალარინების მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, კორპუსის გარე პერიმეტრზე და სარდაფში მილები 107 გრძივ მეტრზე იცვლება, ასევე, 4 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება.
ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, კორპუსის ეზოში ასფალტის საფარი დაიგება და საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდება. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.