დიდუბის რაიონში ხეებს რგავენ

დიდუბის რაიონის გამგეობა გამწვანების სეზონურ ღონისძიებებს ახორციელებს.
სამუშაოები ამ ეტაპზე დიღმის მასივში მიმდინარეობს, ხოლო უახლოეს დღეებში დიდუბეში დაიწყება.
ღონისძიების ფარგლებში, ირგვება ოთხმეტრიანი 275 ძირი ფოთლოვანი მცენარე: ამბრის ხე, წითელი მუხა, კავკასიური ცაცხვი და წითელი ნეკერჩხალი.
აღნიშნული ხეების რგვასა და მოვლა-პატრონობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია – „საქართველოს ნერგები“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 182 780 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები