გიორგი ტყემალაძე: მინდა, ვთხოვო ოპოზიციის წარმომადგენლებს, კონსტრუქციულად ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღებაში

თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, კონსტრუქციულად ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მისი თქმით, საკრებულოს წევრის მანდატის ტარება დიდი პასუხისმგებლობაა.

„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. გულწრფელად, ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ ერთობლივად თითოეულ თქვენგან ერთად შევძლებთ მომავალი 4 წლის განმავლობაში განვახორციელოთ ყველა ის საქმიანობა, რომელიც იქნება თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის სასიკეთო და ამაში ნამდვილად გვჭირდება ჩვენ ერთიანობა. მე მინდა, ვთხოვო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, რომ კონსტრუქციულად იყვნენ ჩართულები ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც იქნება მიღებული ამ წლების განმავლობაში. ძალიან დიდია პასუხისმგებლობა, იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ატარო ეს მანდატი და ყველას გისურვებთ წარმარტებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის, მადლობა ყველას და წარმატებები!“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები