დედაქალაქის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.
საკრებულოს პირველი სხდომას 43 დეპუტატი ესწრება, საიდანაც გიორგი ტყემალაძის კანდიდატურას 27-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
თბილისის საკრებულოში უმრავლესობას „ქართული ოცნება“ 29 დეპუტატით წარმოადგენს.
13 დეპუტატით არის წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობა“, ოთხი მანდატი მოიპოვა პარტიამ „საქართველოსთვის“, ორი მანდატი აქვს პარტია “ლელოს”, ერთი კი – ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“.