თბილისის საკრებულოს შენობაში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საკრებულოს შენობაში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები საკრებულოს წევრებს გააცნო.
შეგახსენებთ, რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, წარმომადგენლობით ორგანოში ხუთი პარტია შევიდა. „ქართული ოცნება“ 29 დეპუტატითაა წარმოდგენილი. 13 დეპუტატით არის წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობა“, ოთხი მანდატი მოიპოვა პარტიამ „საქართველოსთვის“, ორი მანდატი აქვს პარტია “ლელოს”, ერთი კი – ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“.