გლდანის რაიონში შიდა და გარე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება.
ამჯერად, წითელ ხაზებში არსებული შიდა და გარე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 39 მისამართზე დასრულდა, შვიდზე – მიმდინარეობს.
სამუშაოები გლდანის VI მიკრორაიონის N7 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს. სადაც, რვავე სადარბაზოში, დაახლოებით, 527 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი იცვლება, აღნიშნულისთვის 76 913 ლარი დაიხარჯება.
ასევე, წყალარინების მოწყობის სამუშაოები ლიბანის ქუჩა N5 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს. სადაც, ოთხივე სადარბაზოში წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და სამუშაოებისთვის 25 266 ლარი დაიხარჯება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები