ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად ევროკომისიის ჩართულობის გაღრმავების საკითხებზე ურსულა ფონ დერ ლაიენთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ლიდერებს ევროკავშირში პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად ევროკომისიის ჩართულობის გაღრმავების საკითხებზე ევროკომისიის პრეზიდენტთან ნაყოფიერი საუბარი ჰქონდათ.
„ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად ევროკომისიის ჩართულობის გაღრმავების საკითხებზე ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციისთვის მყარი საფუძვლის მშენებლობაში ჩვენი პარტნიორობა თავის წვლილს შეიტანს”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Fruitful meeting w/@vonderleyen on enhancing the engagement of the @EU_Commission to advance the political, econ & sectoral integration of the #AssociatedTrio with the 🇪🇺. Confident that our partnership contributes to building the solid groundwork for our 🇪🇺 integration. pic.twitter.com/k7wqYVzVS3
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) November 30, 2021