ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოფლებში ღორის აფრიკული ჭირია გავრცელებული – შემოღებულია კარანტინი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოფლებში ღორის აფრიკული ჭირის შემთხვევებია გამოვლენილი. კერძოდ, სოფლებში: ბიკარში, ბუზალასა და ჩდილეთში 30-ზე მეტი ღორი დაიღუპა.

როგორც ე.წ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა, აცამაზ თედეევმა თქვა, შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ძაუსის, ცხინვალისა და ზნაურის რაიონებში.

მისი თქმით, ვეტერინარული სამსახურები და ე.წ. რეგიონული ხელისუფლება იღებენ ყველა საჭირო ზომას, რომ არ მოხდეს სხვა ტერიტორიაზე ღორებისთვის მომაკვდინებელი ინფექციის გავრცელება.

ტადეევის ინფორმაციითვე, სოფლებში, სადაც უკვე გამოვლენილია ღორის აფრიკული ჭირი, შემოღებულია კარანტინი, გარდა ამისა, დასახლებებიდან ცოცხალი ღორის ექსპორტი, ასევე, ღორის, სხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანა აკრძალულია.

მისი თქმით, შეზღუდვა ვითარების დასტაბილურებამდე იქნება შენარჩუნებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები