კალაძე: პირდაპირ ვიტყვი, რომ ამაყი ვარ იმით, რაც გასული 4 წლის განმავლობაში გავაკეთეთ

მეორე ვადით არჩეულმა – თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას სოციალურ ქსელში მიმართა. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა აჩევნებში ნდობის გამოცხადებისთვის და განაცხადა, რომ ის იქნება ყველას მერი, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. მისივე თქმით, ის პროექტები, რომლებიც მერიამ ბოლო 4 წლის განმავლობაში განახორციელა, ქალაქზე დადებითად აისახა.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ამაყი ვარ იმით, რაც გასული 4 წლის განმავლობაში გავაკეთეთ. ჩვენი ყველდღიური მუშაობა, რა თქმა უნდა, დაეტყო თბილისს. ეს არის განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი; აღდგენილი თუ რეაბილიტირებული სკვერები, პარკები; გამწვანებული ქუჩები და გზაგამყოფები; რეაბილიტირებული ხიდები და გვირაბები; რესტავრირებული ისტორიული შენობები; სრულად რეაბილიტირებული გამზირები და ქუჩები; ახალი მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობები; ახალი სპორტული მოედნები; მუზეუმების, ბიბლიოთეკების, სახელოვნებო სკოლების რეაბილიტაცია-განახლება; სოციალური და ჯანდაცვის ახალი პროგრამები, სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა; წლობით დაუკანონებელი ქონებების რეგისტრაცია; გაჩერებული, უიმედო მშენებლობებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. ეს მხოლოდ იმის მცირე ჩამონათვალია, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში გაკეთდა. რაც მთავარია, გაკეთდა დიდი სიყვარულით ამ ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების მიმართ,“ – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები