ირაკლი კობახიძე: ყველა საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება 

“ჩვენი ყველა მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, რომ შეიცვალოს დღის წესრიგი და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, სადაც მმართველი გუნდის წევრები ევროპარლამენტარებს ხვდებიან.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განიხილეს.

„ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება შიდა პოლიტიკას, მათ შორის, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო სააკაშვილის თემასაც, მისი გადაყვანის, შიმშილობის თემას. ვისაუბრეთ ზოგადად შიდა პოლიტიკაზე, მისი განვითარების პერსპექტივებზე. ჩვენ როგორ ვხედავთ შიდა პოლიტიკის განვითარებას, ჩვენი ინფორმაცია გავუზიარეთ. ჩვენი ყველა მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, რომ მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ სისტემაში, ამისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები