გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს.
გამგეობის ინფორმაციით, სპორტული მოედნების შეკეთება-რეაბილიტაცია მიმდინარე წელს, ჯამურად, 22 მისამართზე განხორციელდა.
მათ შორის, რეაბილიტაცია სრულდება V მიკრორაიონის N7 – 6 კორპუსების მიმდებარედ, სადაც არსებულ მოედნებზე დაზიანებული ინვეტარი სრულად იცვლება. სამუშაოებისთვის 35 000 ლარი დაიხარჯება.