თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი ეწყობა
თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერის მოწყობა გრძელდება. პირველი ეტაპის სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი – დავით კვინიკაძე გაეცნო. პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე დაირგვება მცენარეები, მოეწყობა საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით, დამონტაჟდება ტრენაჟორები, განახლდება სპორტული მოედანი. ასევე, მოეწყობა განათებისა და სარწყავი ქსელები.
სკვერი შესაბამისი საპარკე ინვენტარით აღიჭურვება.
დასასვენებელი სივრცე 2 500-მდე კვ. მ ფართობზე შენდება.
აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი გატანილი იყო აუქციონზე. თხინვალას მოსახლეობის თხოვნით კი ნაკვეთი მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, ამ ტერიტორიაზე მოწყობილ სკვერს გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქმევა. დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 690 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოები, რომელსაც გამგეობის დაკვეთით შპს “კვადრელი” აწარმოებს, მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება.