თბილისში, ჭიჭინაძის №27-ის მიმდებარედ სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა ბ. ჭიჭინაძის №27-ის მიმდებარედ სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სკვერში საბავშვო მოედანი და სხვადასხვა ატრაქციონი მოეწყობა, ასევე, განთავსდება ფანჩატური, სასმელი წყლის შადრევანი, ურნები და საბაღე სკამები. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. ამასთან, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, სკვერის გვერდით კი ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა.
პროექტის ღირებულება 226 000 ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია შპს „პარამეტრი“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები