თბილისში, ასმათის, ნინო აბაშიძე-ორბელიანისა და დავარის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
დიდ დიღომში, ასმათის, ნინო აბაშიძე-ორბელიანისა და დავარის ქუჩებზე საგზაო სამუშეობი დასრულდა. პირველ ეტაპზე, ნესტან-დარეჯანის ქუჩიდან ტარიელის ქუჩამდე მონაკვეთი მოწესრიგდა.
სამუშაოების ფარგლებში, ჯამურად, 4500 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო.
პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 307 589 ლარი გამოიყო.
პროექტი მომავლ წელს გაგრძელდება, რომელიც ამ ქუჩების მთლიანად მოწესრიგებას მოიცავს.