დიდუბეში, ბოხუას ქუჩაზე მდებარე სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია უტარდება

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, დიდუბის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების რეაბილიტაციას განაგრძობს. ამ ეტაპზე, ბოხუას ქუჩაზე მდებარე სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია უტარდება, ასევე, უახლოეს დღეებში დიღმის მასივის მესამე კვარტალში ორი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყება.

სამუშაოების ფარგლებში, იცვლება ბალახის ხელოვნური საფარი, იჭიმება მავთულბადე, იცვლება ფეხბურთისა და კალათბურთის ბადეები. აღნიშნული სამუშაოები 86 157 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები