თბილისში, ჩიტაიას მეორე ჩიხის N4-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ჩიტაიას მეორე ჩიხის N4-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შენობა გამაგრდება, კედლები მოეწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრები და კარის ღიობები მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისმება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება. ასევე, შენობაში სეისმური სარტყელი მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის არჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ჩიკვილაძემ პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 105, 000 ლარია.