თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური საშემოდგომო გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, აღმაშენებლის გამზირზე, N 24-სკოლის მიდმებარედ არსებულ თარგებში ნოყიერი მიწის ნაზავი შეიტანეს, მოეწყო სარწყავი სისტემა, 320 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი და დაირგო 8 ძირი ზეთისხილი.
აღნიშნულ ტერიტორიაზე გასულ წლებში დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრა, რომელთა სანაცვლოდაც 23 ძირი სხვადასხვა სახეობის 4 მეტრზე მაღალი ხე დაირგო.