ნოე ჟორდანიას სანაპიროზე, გვირაბთან არსებულ შუა გამყოფ ზოლში მულჩი შეიტანეს
შპს „ეკოსერვის ჯგუფი” ნიადაგის მულჩირების სამუშაოებს განაგრძობს.
ამჯერად, მულჩის შეტანა ნოე ჟორდანიას სანაპიროზე გვირაბთან არსებულ შუა გამყოფ ზოლში განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სასუქს, რომელიც მწვანე ნარჩენისგან მიიღება.
სხვადასხვა ტერიტორიაზე მულჩის შეტანა კიდევ გაგრძელდება.