ჯორჯ ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთაზე არსებულ გზაგამყოფ კუნძულზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური საშემოდგომო გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს.

ამჯერად, სამუშაოები ჯორჯ ბალანჩინის ქუჩისა და ა.ბელიაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებულ გზაგამყოფ კუნძულზე განხორციელდა.

ჯამურად, დაირგო 22 ძირი მწვანე ნარგავი, მოეწყო სარწყავი სისტემა და 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი.

გამწვანების სამუშაოები დედაქალაქში კიდევ გაგრძელდება, რომლესაც შპს „ეკოსევის ჯგუფი ახორციელებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები