ზამთრის მოახლოების გამო, 20 ნოემბრიდან დედაქალაქში ყველა შადრევანი გაითიშება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ზამთრის მოახლოებისა და ტემპერატურის ცვლილების გამო, 20 ნოემბრიდან დედაქალაქში მოქმედი ყველა შადრევანი გაითიშება.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის დადგომისას შადრევნების გამორთვა და მომავალი წლისთვის მომზადება ყოველწლიურად ხორციელდება.
დედაქალაქში არსებული 60-მდე შადრევნის მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. შადრევნების ნაწილი კი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია.
გაზაფხულზე, ტემპერატურის მატების შემდეგ ყველა მათგანი ისევ ჩაირთვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები