ბექა დავითულიანი: სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებს შეიძლება, სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კონსილიუმის წევრების დამოკიდებულება შესაძლოა, სუბიექტური იყოს.

“არ ვიცი, ექიმების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა სუბიექტური არის თუ არა, თუმცა, იქ შემავალი ადამიანების სტატუსები რომ წამაკითხეს, მივხვდი, რომ მათ შეიძლება, სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ, თუმცა, ეს აპრიორი არ ნიშნავს რომ არასწორი დასკვნა დაწერეს”, – განაცხადა დავითულიანმა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ ჰოსპიტალში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები